Saturday, June 23, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

      ვფიქრობ, ტრენინგის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დასაწყისში განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა ტიპი, ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობაზე. მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომელშიც იმუშავებენ მოსწავლეები. ასევე განვიხილეთ შეფასების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. განვიხილეთ და გადავამოწმეთ პორტფოლიოში არსებული დოკუმენეტები.
        ყველაფერს განვიხილავთ დაწვრილებით და დეტალურად, რაც ძალიან მომწონს.