Saturday, June 16, 2018

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

       დღეს განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიების გზები. გავეცანით ვებსაიტების კანონიერი გამოყენების წესებს საავტორო უფლებების დაცვით. ინფორმაციის საფუძველზე შევქმენით ჩვენ მიერ გამოყენებული ინტერრესურსების ჩამონათვალი.  შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.
     ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტრენერის არაჩვეულებრივ უნარებს გადასცეს ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს და გაუწიოს სწორი ფასილიტაცია.