ბლოგი შექმნილია ინტელის საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტების, შექმნილი რესურსებისა და მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით.
Sunday, June 24, 2018
ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო თითოეული მასწავლებლისათვის. შევისწავლეთ ისეთი საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას გამოადგებათ არამედ დაეხმარებათ კარიერული წინსვლისათვის განსახორციელებელ სხვა აქტივობებში. ვისწავლეთ გუგლის ფორმების გამოყენება კითხვარის შესადგენად. შევადგინეთ ჩვენ-ჩვენი პროექტების კითხვარები. ასევე დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავწერეთ სასწავლო პროცედურები.
Saturday, June 23, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, ტრენინგის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დასაწყისში განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა ტიპი, ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობაზე. მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომელშიც იმუშავებენ მოსწავლეები. ასევე განვიხილეთ შეფასების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. განვიხილეთ და გადავამოწმეთ პორტფოლიოში არსებული დოკუმენეტები.
ყველაფერს განვიხილავთ დაწვრილებით და დეტალურად, რაც ძალიან მომწონს.
Sunday, June 17, 2018
ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები ჩვენს პროექტზე მუშაობისას.შევიშავეთ საკუთარი შეფასების გეგმა, ამისათვის გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრებს, შევამოწმეთ, დავხვეწეთ და ავტვირთეთ ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ვიდეო მასალები, როგორ მივცეთ სასურველი დიზაინი ბლოგს, როგორ გავაფორმოთ.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
Saturday, June 16, 2018
ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიების გზები. გავეცანით ვებსაიტების კანონიერი გამოყენების წესებს საავტორო უფლებების დაცვით. ინფორმაციის საფუძველზე შევქმენით ჩვენ მიერ გამოყენებული ინტერრესურსების ჩამონათვალი. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.
ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტრენერის არაჩვეულებრივ უნარებს გადასცეს ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს და გაუწიოს სწორი ფასილიტაცია.
Saturday, June 9, 2018
ტრენინგის მესამე დღე რეფლექსია
ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობთ, ვხვეწთ ჩვენს უნარებს ტექნოლოგიების გამოყენებაში და ჩვენს პროექტს თანდათან ვაძლევთ სრულყოფილ სახეს. დღეს განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვიმსჯელეთ და შევუსაბამეთ ისინი ესგ სტანდარტებს. ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი პროექტების ბუკლეტები ბლოგზე. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან სწორად არის დაგეგმილი ტრენინგ-კურსი.
Sunday, June 3, 2018
ტრენინგის პირველი დღე რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ შევიტყვეთ ინტელის კორპორაციის შესახებ და გავეცანით მათ მიერ ქართულ ენაზე შექმნილ ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოს და რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესის საინტერესოდ დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში.
გავეცანით კურსის შინაარს, მოვახდინეთ იდეები გენერირება განსახორციელებელი პროექტებისთვის, შევქმენით ბლოგი. ტრენერი იყო კეთილგანწყობილი და გვიწევდა აბსოლუტურად სწორ ფასილიტაციას პრაქტიკული მუშაობისას. ვფიქრობ, პირველი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო თითოეული მონაწილისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები ჩვენს პროექტზე მუშაობისას.შევიშავეთ საკუთარი შეფასები...
-
დღეს განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიების გზები. გავეცანით ვებსაიტების კანონიერი გამოყენების წესებს საავტორო უფლებე...
-
ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ შევიტყვეთ ინტელის კორპორაციის შესახებ და გავეცანით მათ მიერ ქართულ ენაზე შექმნილ ძა...