Sunday, June 24, 2018

პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

   ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო თითოეული მასწავლებლისათვის.  შევისწავლეთ ისეთი საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას გამოადგებათ არამედ დაეხმარებათ კარიერული წინსვლისათვის განსახორციელებელ სხვა აქტივობებში. ვისწავლეთ გუგლის ფორმების გამოყენება კითხვარის შესადგენად. შევადგინეთ ჩვენ-ჩვენი პროექტების კითხვარები. ასევე დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავწერეთ სასწავლო პროცედურები.


პროექტის კითხვარი

Saturday, June 23, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

      ვფიქრობ, ტრენინგის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დასაწყისში განვიხილეთ სწავლის სხვადასხვა ტიპი, ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობაზე. მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომელშიც იმუშავებენ მოსწავლეები. ასევე განვიხილეთ შეფასების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. განვიხილეთ და გადავამოწმეთ პორტფოლიოში არსებული დოკუმენეტები.
        ყველაფერს განვიხილავთ დაწვრილებით და დეტალურად, რაც ძალიან მომწონს. 

Sunday, June 17, 2018

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

        დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები ჩვენს პროექტზე მუშაობისას.შევიშავეთ საკუთარი შეფასების გეგმა, ამისათვის გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრებს, შევამოწმეთ, დავხვეწეთ და ავტვირთეთ ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ვიდეო მასალები, როგორ მივცეთ სასურველი დიზაინი ბლოგს, როგორ გავაფორმოთ.
        ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი


Saturday, June 16, 2018

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

       დღეს განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიების გზები. გავეცანით ვებსაიტების კანონიერი გამოყენების წესებს საავტორო უფლებების დაცვით. ინფორმაციის საფუძველზე შევქმენით ჩვენ მიერ გამოყენებული ინტერრესურსების ჩამონათვალი.  შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით.
     ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტრენერის არაჩვეულებრივ უნარებს გადასცეს ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს და გაუწიოს სწორი ფასილიტაცია.